კახეთის რეგიონში გამოკვლეულ 103 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გაგზავნილი 118 ტესტიდან 103-ის პასუხი  ნეგატიურია, დანარჩენი ნიმუშების პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ნიმუშების აღება გრძელდება, როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე, მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც. კერძოდ, ტესტები უკეთდება სამედიცინო პერსონალს, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს, შშმ პირებს და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა და მათ მომვლელებს, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს, კარანტინში მყოფ პირებსა და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალს, საბაჟოს თანამშრომლებს.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2 897 ნიმუში, აქედან 1001 მედპერსონალია, 882 კარანტინში მყოფი, 149 შშმ პირი.

You may have missed