აჭარაში 260 პირი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არც დღეს დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 260 პირს ჩაუტარდა ტესტი და ყველა პასუხი უარყოფითია.

აჭარაში ინფიცირების ბოლო შემთხვევა 30 აპრილს დაფიქსირდა. რეგიონში ახალი კორონავირუსი სულ 71 პირს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 62, გარდაიცვალა ორი.

You may have missed