ირაკლი კობახიძე – ბიუჯეტის ქურდები, რუსული სპეცსამსახურების აგენტები, მოძალადეები, მკვლელები და სხვა კრიმინალები საბოლოოდ უნდა ჩამოშორდნენ ქართულ პოლიტიკას

სამედიცინო ვირუსის დამარცხების შემდეგ, შემოდგომაზე, პოლიტიკურ ვირუსსაც ასეთივე წარმატებით დავამარცხებთ, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ქართულ პოლიტიკას მოძალადეები და მკვლელები საბოლოოდ უნდა ჩამოშორდნენ.

„ბიუჯეტის ქურდები, რუსული სპეცსამსახურების აგენტები, მოძალადეები, მკვლელები და სხვა კრიმინალები საბოლოოდ უნდა ჩამოშორდნენ ქართულ პოლიტიკას. ეს არს ერთადერთი, სწორი გზა საქართველოში პოლიტიკის საბოლოო დეპოლარიზაციისკენ და ევროპული ტიპის ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისკენ“, – განაცხადა კობახიძემ.

You may have missed