ბათუმში, საკარანტინო სივრცეს 115 მოქალაქე დატოვებს

ბათუმში, საკარანტინო სივრცეს დღეს 115 მოქალაქე დატოვებს. მათ საკარანტინო პერიოდი დაუმთავრდათ და ისინი დღესვე დაბრუნდებიან სახლებში.

ბათუმში საკარანტინო სივრცეები გუშინ 314-მა მოქალაქემ დატოვა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ამ დროისთვის რეგიონში მოქმედ საკარანტინო ზონებში 1 114 პირი რჩება, იზოლაციის რეჟიმისგან კი 5 882 მოქალაქე გათავისუფლდა.

აჭარაში 27 საკარანტინო სივრცე მოქმედებს, რისთვისაც ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან შვიდი მილიონი ლარი გამოიყო.

You may have missed