მესამე დღეა, ბოლნისში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

გუშინ გადაგზავნილი შვიდი პირის საკვლევი მასალიდან დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ყველა პასუხი უარყოფითია.

მათგან ოთხი ცხელების ცენტრში მყოფი პაციენტი იყო, ხოლო სამი მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენელი.

ექვსი მაისის შემდეგ ბოლნისში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამ დროისთვის ბოლნისში 120 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 25 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა. 285 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება, 96 კი – კარანტინის რეჟიმში.

You may have missed