Starlink-ის მორიგი 60 თანამგზავრის გაშვება გაურკვეველი ვადით გადაიდო

ამერიკულმა კომპანია SpaceX-მა 7 მაისისთვის დაგეგმილი რაკეტა Falcon 9-ის გაშვება გაურკვეველი ვადით გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Space Coast Daily ავრცელებს.

Falcon 9-ს დედამიწის ორბიტაზე Starlink-ის 60 მიკროთანამგზავრი უნდა გაეყვანა. რაკეტის გაშვების გადაწყვეტილება კომპანიამ 1-ელ მაისს მიიღო. Falcon 9-ის გაშვება კვლავ ფლორიდაში მდებარე კოსმოდრომიდან განხორციელდება, თუმცა ახალ თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არაა.

სამი წლის წინ SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა Starlink-ის პროექტი წარადგინა, რომელიც კოსმოსში გლობალური ინტერნეტ თანამგზავრის გაშვებას გულისხმობს. კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე უკვე 300 თანამგზავრი გაიყვანა. საბოლოო მიზანი კი კოსმოსში 12 ათასი აპარატის გაგზავნაა, რაც მთელი მსოფლიოს ინტერნეტით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

You may have missed