FAIReconomics: კორონავირუსთან საბრძოლველად მრავალმა ცნობილმა ფილანტროპმა გამოყო თანხა, თუმცა ერთი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით გამორჩეულია

კორონავირუსთან საბრძოლველად მრავალმა ცნობილმა ფილანტროპმა 6 და 7-ციფრიანი დახმარების თანხა გამოყო, თუმცა ერთი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით გამორჩეულია მათი რიცხვიდან, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ მისი სახელი შედარებით უცნობია დანარჩენი მსოფლიოსათვის, – ამის შესახებ გამოცემა FAIReconomics-ი წერს.

„კორონავირუსის პანდემიის შედეგად ბევრი კრიტიკოსი აღნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოებს არასწორი იზოლაციონიზმის პოლიტიკა აქვთ და დამოუკიდებლად ცდილობენ პრობლემასთან გამკლავებას, ასევე იმას, რომ მთავრობებმა აკრძალეს, გასაჭირში მყოფი სხვა ქვეყნებისათვის სამედიცინო მასალების გადაცემა. განსაკუთრებით კი ევროკავშირს არ აქვს ამ თვალსაზრისით სახარბიელოდ საქმე. ერთის მხრივ, სახეზეა იზოლაციონიზმი და სიტუაციის დამოუკიდებლად მართვა, მეორეს მხრივ კი დიდი მზადყოფნა, დაეხმარონ სხვა ქვეყნებს. ჩვეული სამეზობლო დახმარების პარალელურად, მსოფლიოში გამოჩნდა რამდენიმე მილიარდერი, ვინც ჩაერთო ვირუსთან ბრძოლაში და მთელ მსოფლიოში სხვადასხვა მხარდამჭერი პროექტი დააფინანსა.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მრავალი ცნობილი ფილანტროპის მიერ ბევრი 6 და 7-ციფრიანი დახმარების თანხა გამოიყო, თუმცა ერთი ადამიანი განსაკუთრებით გამორჩეულია მათი რიცხვიდან, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ მისი სახელი შედარებით უცნობია დანარჩენი მსოფლიოსათვის. ის არის დღეს ყველაზე დიდი თანხის შემომწირველი, თუ თანხას გადავითვლით ერთ სულ მოსახლეზე.

„ბიძინა ივანიშვილი ქართველი ბიზნესმენია, რომელიც 2012-2013 წლებში ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იყო. ის მოექცა ახალი ცხრილის სათავეში, ვინაიდან მის მიერ გამოყოფილი თანხა ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ყველაზე დიდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 64 წლის მეწარმის ქონება 4,5 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მესამედია. მან ვირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხა 30 მილიონი აშშ დოლარი, რაც მისი ქვეყნის 3,9 მილიონიან მოსახლეობაზე გადაანგარიშებით, ერთ კაცზე გამოყოფილ 7,51 დოლარს შეადგენს. შესაძლოა, რომ ამ ადამიანის წარმომავლობამ თავისი როლი ითამაშა – ის თავად არის ფაბრიკანტის შვილი და შესაძლოა, ამიტომ მოუნდა ახლა თანხის გაღებაც. მისი შვილი ბერა საქართველოში ცნობილი რეპერია. ამ ადამიანმა ქონება რუსეთში პრივატიზაციის დროს დააგროვა და თავდაპირველად ყიდულობდა საწარმოებს, შემდეგ კი დიდი მოგებით ასხვისებდა მათ.

მისი მემკვიდრე პოლიტიკურ პოსტზე, გიორგი გახარია, საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, FAIReconomics-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მრავალი ათწლეულის განმავლობაში უჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუციებს თავისი ქველმოქმედებით.

„გარდა ამისა, მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურული იდენტობის დაცვის საქმეში. რა თქმა უნდა, არც კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლა არაა გამონაკლისი. საერთო საფრთხის წინაშე ბიძინა ივანიშვილმა კვლავ, კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი მხარდაჭერა მის თანამოქალაქეებს, ქართველ ხალხს“, – აცხადებს გახარია.

სიის მეორე ადგილზე, როგორც ამას აჩვენებს მოსახლეობის აღწერის მონაცემები, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის სტატისტიკური მონაცემები და ჟურნალ Forbes-ის მიერ ჩატარებული კვლევა შემოწირულობების შესახებ, არის ავსტრალიელი ბიზნესმენი ენდრიუ ფორესტი, რომელმაც 25,5 მილიონი აშშ დოლარი (3,9 აშშ დოლარი ერთ სულ მოსახლეზე) გამოყო, მესამე ადგილზე კი არის კომპანია Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი. დორსის 1-მილიარდიანი შემოწირულობა შეესაბამება 3,01 აშშ დოლარს ერთ სულ მოსახლეზე აშშ-ში.

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი და მისი მეუღლე მელინდა, რომლებმაც ერთობლივად 255 მილიონი აშშ დოლარი გამოყვეს, მოხვდნენ სიის მეცხრე ადგილზე. მათ მოსდევენ კომპანია Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეკ ბეზოსი და კომპანია Dell Inc-ის მფლობელი მაიკლ დელი. თითოეულმა მათგანმა 100 მილიონი აშშ დოლარი გამოყო ვირუსთან საბრძოლველად“, – წერს სტატიის ავტორი.

You may have missed