მსოფლიო რაგბის ორგანიზაციას კვლავ ბილ ბომონტი უხელმძღვანელებს

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კვლავ, ინგლისელი ბილ ბომონტი უხელმძღვანელებს.

საარჩევნო ყრილობა 26-30 აპრილს ელექტრონულ ფორმატში გაიმართა და წესით, გამარჯვებული 12 მაისს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა გეგმები შეიცვალა და შედეგები დასახელდა.

51 დელეგატიდან ბომონტს ხმა 28-მ მისცა, პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, არგენტინელმა ავგუსტინ პიშომ კი 23 ხმა მიიღო.

ავგუსტინ პიშო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, არჩევნებში დამარცხების შემდეგ კი გადადგა და მას ამ თანამდებობაზე ფრანგი ბერნარ ლაპორტი შეცვლის.

You may have missed