Telegraph-ის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის შესახებ ამერიკული გამოცემა Barrons-ი წერს

ბრიტანული Telegraph-ის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის სახელი კიდევ ერთ სოლიდურ გამოცემაში მოხვდა. ამერიკული ყოველკვირეული გამოცემა Barrons-ი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ 100 მილიონ ლარიანი შემოწირულობის შესახებ წერს.

სტატიაში „ბიზნესმენები კორონავირუსთან საბრძოლველად მსხვილ თანხებს სწირავენ“ მოყვანილია მსოფლიოს უმსხვილესი დონორები, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლის ფონდებში მრავალმილიონიანი შემოწირულობები განახორციელეს.

Barrons-ის პენტას განყოფილებაში მოცემულ ჩამონათვალში 30 აპრილს ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული დონაციაც აისახა. 32 მილიონ დოლარიანი დონაციით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონორთა 46-წევრიან სიაში ერთ-ერთი უმსხვილესი შემომწირველია.

კომპანია News Corp-ში შემავალი Dow Jones-ის გამოცემა Barrons-ი Wall Street Journal-თან დაწყვილებული პუბლიკაციაა, რომელიც შეერთებულ შტატების ფინანსურ სიახლეებს, ბაზრის განვითარების შესახებ მონაცემებსა და შესაბამის სტატისტიკას აშუქებს. გამოცემის ყოველ ნომერში წარმოდგენილია წინა კვირის განმავლობაში ბაზარზე განვითარებული მოვლენების შეჯამება, ახალი ამბები, ანგარიშები და მომდევნო კვირის პროგნოზი.

You may have missed