ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება

ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაციის ვადა დღეს სრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მსურველები რეგისტრაციას დღეს, საღამოს 18:00 საათის შემდეგ ვეღარ შეძლებენ.

2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიცვალა ფორმა №100-ის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარდგენის ვადა. თუ აპლიკანტს გამოცდაზე ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა ცენტრში დღეის ნაცვლად, 1 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარადგინოს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში ასევე განმარტავენ, რომ ცენტრი განაგრძობს ღია კარის დღეების ონლაინ რეჟიმში გამართვას და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00-იდან 16:00 საათამდე შეუძლიათ.

You may have missed