“უკრაინის ხელისუფლებაში სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას ზიანს მიაყენებს” – კახა კალაძე

უკრაინის ხელისუფლებაში სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებსა და მათ სტრატეგიულ პარტნიორობას ზიანს მიაყენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 112 Украина-ს გადაცემა Live шоу-ში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ავანტიურისტია, რომელიც მხოლოდ თავის პიროვნებაზე ფიქრობს და საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს. კალაძის შეფასებით, ექსპრეზიდენტს არანაირი პრინციპები არ გააჩნია და სახელმწიფო ინტერესებს არაფრად აგდებს.

„თავად სააკაშვილი იზრუნებს იმისთვის, რომ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს რაც შეიძლება მეტი პრობლემა გაუჩნდეს. პირადად მე მივიჩნევ, რომ როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისათვის სააკაშვილი გუშინდელი დღეა. ჩვენ ყველაფერი გვახსოვს. წარსულის გაკვეთილები უნდა გვახსოვდეს. წინ უნდა მივდიოდეთ და არა უკან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

You may have missed