2019-2020 წლების საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატი აღარ განახლდება

საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 2019-2020 წლების სეზონი აღარ განახლდება. France Football-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედუარ ფილიპმა განაცხადა.

„სპორტული ღონისძიებები, რომლებშიც 5000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, სექტემბრამდე ვერ გაიმართება. შესაბამისად 2019-2020 წლების ტურნირები აღარ განახლდება“, – განაცხადა ფილიპმა.

საფრანგეთის ჩემპიონატის 2019-2020 წლების სეზონში 38 ტურიდან 28 ჩატარდა. ჩემპიონთა ლიგაზე საფრანგეთის ღირსებას იცავს 1/4 ფინალში გასული „პარი სენ-ჟერმენი“ და „ლიონი“, რომელმაც 1/8 ფინალის პირველ მატჩში შინ ტურინის „იუვენტუსი“ დაამარცხა (1:0).

You may have missed