ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში, ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში, ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. აღნიშნულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

” შეგახსენებთ ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას:

სოციალური პაკეტი

დახმარება უმუშევრად ან უხელფასოდ დარჩენილი დაქირავებით დასაქმებულებისთვის: 0 ლარი
დახმარება შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულებისთვის: 0 ლარი

სოციალური დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, 65-100 ათასი ქულის მქონე ოჯახებისა და შშმ პირებისთვის: 0 ლარი

კომუნალური გადასახადების განულება შესაბამისი საჭიროების მქონე ოჯახებისთვის: 0 ლარი

ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის დაზღვევა: 0 ლარი

ეკონომიკური პაკეტი

სოფლის მეურნეობის პროექტების მხარდაჭერა: 0 ლარი

კომპანიების პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა: 0 ლარი

კომპანიებისთვის დაბრუნებული დღგ: 0 ლარი

ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების გადავადება: 0 ლარი

ტურისტული ბიზნესებისთვის გადასახადების გადავადება: 0 ლარი

მცირე სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირება: 0 ლარი
კომერციული ბანკებისთვის მიწოდებული ფინანსური რესურსი: 0 ლარი

საკრედიტო-საგარანტიო სქემა: 0 ლარი

სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდის დაზღვევა: 0 ლარი

ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმა 2008-2009 წლებში.

ამ გეგმამ მოიტანა უზარმაზარი შედეგი:

ასეულობით გაჩერებული მშენებლობა;

ასეულობით გაკოტრებული სასტუმრო და სხვა ტურისტული ობიექტი;

ასეულობით გაკოტრებული მცირე და საშუალო ბიზნესი;

ათიათასობით ვალაუვალი ბანკის მევალე;

1,15 მილიონი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი.

იქ, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, შეგიძლიათ ჩასვათ 460, 75, 73, 150, 15, 50, 500, 600, 50, 90, 10, 600, 300 და 200 მილიონი და მიიღებთ ქართული ოცნების ანტიკრიზისულ გეგმას.”

You may have missed