ელექტრონული წიგნებით სარგებლობა ერთი თვით უფასო გახდა – პრემიერის ინიციატივა

განათლება არამხოლოდ
ARIS.GE-განათლება
ელექტრონული წიგნებით სარგებლობა ერთი თვით უფასო გახდა – პრემიერის ინიციატივა
2 საათის წინგაუზიარე
კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საფრთხეებიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების პერიოდში, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს საშუალება lit.ge-ს ელექტრონული წიგნებით უფასოდ ისარგებლოს.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და განათლების, სამინისტროს ჩართულობით მიღწეულია შეთანხმება ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია – lit.ge – სთან, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომა მიეცეს ამ პლატფორმაზე განთავსებულ „პალიტრა L“-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 2093 ელექტრონულ წიგნზე.

“მომხმარებელს სამკითხველოს ერთთვიანი პაკეტი უფასოდ გაუაქტიურდება და სასურველი წიგნის არჩევის საშუალება მიეცემა. არჩეული წიგნები ერთი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

ქვეყანაში არსებული ვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა, სოლიდარული ურთიერთობა.

სამაგალითოა ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც ამ კომპანიებმა გამოიჩინეს საზოგადოების მიმართ და ხელმისაწვდომი გახადეს ელექტრონული რესურსები – მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის”, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ.

მისივე თქმით, იმ პერიოდში როდესაც საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ეს დრო მხატვრული ლიტერატურის კითხვისთვის გამოიყენონ.

მინისტრის მოადგილე ასევე ამბობს, რომ მთავრობა კომუნიკაციაშია სხვა კომპანიებთანაც, რომლებსაც ასევე აქვთ გარკვეული წინადადებები და ახლო მომავალში ისინი თავად განაცხადებენ საკუთარი გადაწყვეტილებების შესახებ.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობების წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა ცალკე პორტალი, სადაც ყველა სახელმძღვანელო და დამხმარე რესურსებია განთავსებული და არდადეგების პერიოდში უფასოდ შეუძლიათ ისარგებლონ.

Lit.ge -ზე განთავსებული ელექტრონული წიგნების ხელმისაწვდომობისთვის, აუცილებელია:

მომხმარებელი დარეგისტრირდეს საიტზე lit.ge (ელ.ფოსტით ან ფეისბუქით);
ავტორიზირებული მომხმარებელი უნდა შევიდეს “სამკითხველოს” გვერდზე, სადაც სამკითხველოს ერთთვიანი პაკეტი დახვდება უფასოდ;
პაკეტის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელს ეძლევა სასურველი სამი წიგნის არჩევისა და საკუთარ ბიბლიოთეკაში დამატების საშუალება;
სამკითხველოში ხელმისაწვდომია 2093 წიგნი;
წიგნების წასაკითხად, ელექტრონულ მოწყობილობაზე აუცილებელია იოტა რიდერის აპლიკაციის გადმოწერა.

You may have missed