“ქართულმა ოცნებამ” მცირე და საშუალო ბიზნესს 1%-მდე შეუმცირა გადასახადები

“ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში ყოფნისას მცირე და საშუალო ბიზნესს 1%-მდე შეუმცირა გადასახადები, ხოლო რეინვესტირებულ მოგებაზე 0%-მდე შეამცირა გადასახადები“ – ასე პასუხობს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი ექსპერტ გიგა ბედინეიშვილს.

“არ ვიცი როდის გახდა ბედინეიშვილი დნმ-ის და მოლეკულური გენეტიკის სპეციალისტი, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში ყოფნისას მცირე და საშუალო ბიზნესს 1%-მდე შეუმცირა გადასახადები, ხოლო რეინვესტირებულ მოგებაზე 0%-მდე შეამცირა გადასახადები, რის შედეგადაც კერძო სექტორს ამ მომენტისთვის 1.5 მილიარდი ლარი დარჩა განვითარების და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად”, – წერს ირაკლი მეზურნიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

You may have missed