კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საუდის არაბეთის რესტორნებში ჩილიმი და თამბაქო აიკრძალა

საუდის არაბეთის კაფეებსა და რესტორნებში ჩილიმის და თამბაქოს მოწევა აიკრძალა. ამის შესახებ Al Arabiya წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია გახდა. ქვეყნის მუნიციპალური და სოფლის საკითხების მინისტრის თქმით, ამ ზომამ ინფექციის გავრცელება უნდა შეაჩეროს.

„ყველა მუნიციპალიტეტის, მათ შორის დედაქალაქის კაფეებსა და რესტორნებში ჩილიმი და თამბაქო აიკრძალა. ეს ზომა მოქალაქეების და მაცხოვრებლების ჯანმრთელობას კორონავირუსისგან დაიცავს“, – განაცხადა მან.

ახალი წესების დაცვას სპეციალური ინსპექტორები გააკონტროლებენ.

You may have missed