„ბარსელონას“ პრეზიდენტს ხოსეპ მარია ბართომეუს “ტროლების” დაქირავებაში ადანაშაულებენ

“ბარსელონამ” სხვადასხვა სოციალური ქსელის რამდენიმე ექაუნთს 1 მილიონი ევრო გადაუხადა, რათა კლუბის პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს რეპუტაცია დაეცვა.

თავდაპირველად, ეს ინფორმაცია Cadena SER-მა გაავრცელა, შემდეგ კი რამდენიმე ესპანურმა გამოცემამ დაადასტურა.

დაქირავებულ სოციალური მედიის ანგარიშებს PR კომპანია, I3 Ventures მართავს. Ser Catalunya-ს ცნობით, ანგარიშთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს შეადგენს (საუბარია სოციალურ ქსელებზე Facebook და Twitter). Marca იტყობინება, რომ ეს რიცხვი 100-ის ფარგლებშია.

ეს ანგარიშები ბართომეუს ქების გარდა, ლაფს ასხამენ მის მოწინააღმდეგეთა რეპუტაციას. მაგალითად, საპრეზიდენტო კანდიდატს, ვიქტორ ფონტს და მის მხარდამჭერებს. ასევე, კლუბის ფეხბურთელებს ჟერარ პიკესა და ლიონელ მესის. “ბლაუგრანას” ლეგენდებს, ჩავი ერნანდესსა და პეპ გვარდიოლას, რომლებიც ფონტის მხარდამჭერებად ითვლებიან.

Ser Catalunya-ს ცნობით, კლუბთან ახლოს მყოფი პირები ადასტურებენ, რომ “ბარსელონამ” ნამდვილად გამოიყენა მსგავსი სერვისი, მაგრამ ისინი პასუხისმგებლობას არ იღებენ იმ ინფორმაციაზე, რასაც ზემოთხსენებული ანგარიშები ავრცელებენ.

You may have missed