Forbes: თბილისი მესამეა ევროპის 20 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის

გავლენიანი გამოცემა Forbes „ევროპის საუკეთესო სამოგზარო მიმართულებების“ (EBD) კონკურსის შესახებ წერს, რომლის მიხედვითაც თბილისმა მესამე ადგილი დაიკავა.

ევროპის 20 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველოს დედაქალაქთან ერთად პარიზი, ვენა, მადრიდი, რომი, ათენი, როტერდამი და სხვა ტურისტულად პოპულარული ქალაქები დასახელდა.

საერთაშორისო კონკურსს პორტალი European Best Destinations 2009 წლიდან ატარებს, გამოკითხვაში 600 ათასზე მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას. პორტალი 300-ზე მეტ ევროპულ ტურისტულ კომპანიასთან თამაშრომლობს.

„საქართველოს დედაქალაქი კულტურის, გასტრონომისა, მრავალფერვონებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის იდეალური მიმართულებაა. თბილისში ნეო-კლასიკური, საბჭოთა და ულტა-თანამედროვე შენობებით გამოირჩევა. თუ ქართლის დედის ქანდაკებასთან ახვალთ განსაკუთრებული პანორმა გადაგეშლებათ, აქედან თქვენ დაინახავთ მშვიდობის ხიდს, მეტეხის ეკლესიას, აბანოებს და ახალ თეატრს“, -წერს Forbes EBD-ზე დაყრდნობით.

Forbes მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემაა, ყოველთვიურად გამოცემას ამერიკის შეერთებულ შტატებში 74 მილიონი მკითხველი ჰყავს, დანარჩენ მსოფლიოში კი 50 მილიონზე მეტი.

You may have missed