ირაკლი კობახიძე – ჯერ 48 მილიონი უკან მოიტანონ და მერე ვილაპარაკოთ პოლიტპატიმრობაზე

ვეკითხები იმ ხალხს, რომელიც გიგი უგულავასთვის უსტვენს – მე რომ დღეს 48 მილიონი მოვიპარო და მერე მოვითხოვო ევროპარლამენტარებისგან, ჩემი უფლებები დაიცვან და პოლიტიკაში დავრჩე, ეს ჯანსაღი იქნება?, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების მხრიდან 48 ლიონის მოპარვაზე კითხვები არ ყოფილა და ყველამ იცის, რომ ეს 48 მილიონი, თბილისის მოსახლეობის ფული იყო, „ჯერ 48 მილიონი უკან მოიტანონ და მერე ვილაპარაკოთ ვიღაცის პოლიტპატიმრობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

You may have missed