ნინა თიბილაშვილმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში უნგრეთის ქალაქ ეგერში გამართული მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი ავრცელებს.

თიბილაშვილმა მერვედფინალში ტაილანდელ მეტოქეს ანგარიშით 15:7 სძლია. მეოთხედფინალში, ამავე ანგარიშით მოუგო უნგრელ ამარელა ვერსს.

ნახევარფინალში ქართველი პარასპორტსმენი პოლონელ კინგა დროზთან ანგარიშით 3:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიო თასის გათამაშება ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშების წინასალიცენზიო ტურნირი იყო.

You may have missed