სებასტიან მოლინეუსი: მინდა, მივულოცო მთავრობას, რომ თავისი ძლიერი მმართველობით მნიშვნელოვან პრობლემას უმკლავდება

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნას ეხმაურება და საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მიღწეულ პროგრესს ულოცავს.

„90-იან წლებში სიღარიბის მაჩვენებელი 40%-ს აღემატებოდა, 2014 წლისთვის კი, საქართველოში ეს მაჩვენებელი 35%-მდე დაეცა, გასული წლის მონაცემი 20%-ს ოდნავ აღემატება. შეგიძლიათ, იამაყოთ. საკმაოდ დიდი მიღწევაა. მინდა, მივულოცო მთავრობას, რომ თავისი ძლიერი მმართველობით ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას უმკლავდება“, – აცხადებს სებასტიან მოლინეუსი.

როგორც ცნობილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისია საქართველოში გუშინ დასრულდა. სსფ-ს ანგარიშის თანახმად,საერთასორისო სავალუტო ფონდი იწონებს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, რისი დამსახურებაცაა, რომ 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა. სსფ-ს პროგნოზით 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.6 %-ით გაიზრდებოდა,თუმცა ბოლო ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2 %-ით გაიზარდა.

You may have missed