პოლონეთში ძლიერი ქარის შედეგად ერთ-ერთი შენობის სახურავი დამსვენებელთა ჯგუფს დაეცა, გარდაცვლილია ორი ადამიანი

პოლონეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე ძლიერმა ქარმა ერთ-ერთ ნაგებობას სახურავი ახადა, რომელიც დამსვენებელთა ჯგუფს დაეცა. გარდაცვლილია ორი ადამიანი, 40 წლის ქალი და მისი 15 წლის შვილი. კიდევ ორი ადამიანი დაშავებულია.

შემთხვევა კურორტ ბუკოვინა-ტატრშანსკაზე მოხდა. ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა დაწესებულებას, სადაც თხილამურებს აქირავებენ.

შეგახსენებთ, პოლონეთში, ასევე ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ძლიერი შტორმი მძვინვარებს. პოლონეთში ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრს აღემატება. ძლიერმა შტორმმა პრობლემები შექმნა ასევე დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და ჩეხეთში.

You may have missed