დიდ ბრიტანეთში ქარიშხალ „სიარას“ გამო ტრანსპორტის მიმოსვლა შეიზღუდა

დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ქარიშხალი „სიარა“ მძვინვარებს. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, ძლიერი წვიმისა და ქარის გამო გაუქმებულია ათობით ავიარეისი, ბორნებით მგზავრობა გაურკვეველი დროით გადაიდო, ავტომობილების მძღოლებს კი განსაკუთრებული ყურადღებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

უამინდობის გამო გადაიდო სპორტული ღონისძიებებიც, მათ შორის ინგლისის პრემიერლიგის მატჩი „მანჩერსტერ სითისა“ და „ვესთ ჰემს“ შორის. 

მეტეოროლოგების ვარაუდით, რამდენიმე საათში ქარიშხალი გერმანიის და ბელგიის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს, სადაც მას „საბინა“ დაარქვეს.

You may have missed